— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

WIPO-ს წარმომადგენელმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

WIPO-ს წარმომადგენელმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელმა ვიქტორ ოვადემ ქუთაისში საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა სტუმარს სასწავლო ცენტრის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალები გააცნო.

საქპატენტის სასწავლო ცენტრი განთავსდება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, იქ სადაც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ, სასწავლო ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი 2015 წელს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ცენტრმა, WIPO-ს აკადემიისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა ინტელექტუალური საკუთრების განათლების მრავალდონიანი სისტემა, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კურსს, ინტელექტუალური საკუთრების საზაფხულო სკოლას, ზოგად ონლაინ კურს DL101GE-სა და სხვა თემატურ ტრენინგებს. სასწავლო აქტივობების წლიური რაოდენობა 30-40-ს აღწევს და ასეულობით მონაწილეს აერთიანებს. სასწავლო ცენტრის ქუთაისში გადატანა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რადგან ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ერთ სივრცეში სწავლების, კვლევისა და ღონისძიებების სრულ ციკლს.
WIPO-ს აკადემიის წარმომადგენელი ვიქტორ ოვადე, ვიზიტის ფარგლებში, უკვე ეწვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), სადაც, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან და KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, განიხილა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ – მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები.

ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სასწავლო ცენტრი, არსებითად, გააძლიერებს საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას და განამტკიცებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევით ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ