ზაალ ანჯაფარიძე: “კვლევები”, რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – “კვლევით” შეფუთული ეს საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით

„ ასეთი რეიტინგები ბევრ სხვა რამესთან ერთად აჩვენებს, რომ ის ე.წ. “კვლევები” რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, რომ თითქოს ყველაფერი ჩამოიშალა, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს “კვლევით” შეფუთული საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით.
შესაბამისად, სახელმწიფო ლოგიკურად ცდილობს თავი დაიცვას.
აღნიშნული კვლევა, სხვათა შორის, აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი, მე ვიტყოდი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ჩვენმა სახელმწიფომ მედეგობის მაღალი დონე აჩვენა. რეალურად, ჩვენ ვაბარებთ გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე. და ეს ჩემი აზრით ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.“ – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

უახლესი

მსგავსი სტატიები