— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ზაზა შათირაშვილი: როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?

ზაზა შათირაშვილი: როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს…

ნახევრად სიმართლე – სრული სიმართლე ვერ იქნება! როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება განცხადებებს მხოლოდ ევროკავშირის მისამართით აკეთებს საჭიროა, რომ ის ზოგადად დასავლური პოლიტიკური სივრცის  საერთო პასუხისმგებლობაზე საუბრობდეს.

მისივე თქმით, საჭიროა საუბრის დაწყება იმაზე, რომ დღევანდელი კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა არ არის და მას  უფრო დიდი მასშტაბი აქვს და ფართო პოლიტიკური კრიზისია.

„რატომ არ ისმის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე?

თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ.

საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ