თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
მსოფლიო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის…

სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სლოვაკეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრების ნაწილი, ევროპულ ინსტიტუტებს აღიქვამს როგორც პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის ტრიბუნას. ბლანარი ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში წარუმატებელია და ცდილობს, იმედგაცრუება ბრიუსელში გადაიტანოს.

“ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი ევროპულ ინსტიტუტებს პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ პლატფორმად აღიქვამს. რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის მტკიცებებს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ახლა საკუთარი იმედგაცრუებას ბრიუსელში გამოხატავს.

დიახ, ჩვენს მთავრობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს კავშირის ფუნქციონირების, მიგრაციის, მედიისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. თუმცა, ეს არის მიზეზი, სლოვაკეთის რესპუბლიკას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხების შესახებ ლექციები წაუკითხოთ.

ასეთი რეზოლუციების მიღების ნაცვლად, ევროპარლამენტმა საბოლოოდ უნდა დაიწყოს ევროპელი მოქალაქეების რეალური პრობლემების – კონკურენტუნარიანობის დაკარგვის, ენერგეტიკული ან უსაფრთხოების საფრთხეების – მოგვარება.

სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, პატივს სცემს ყველა წესს და ნებისმიერი ღია საკითხის შემთხვევაში კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს. სწორედ ასე მოხდა კომისიის მიერ მომზადებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშის შემთხვევაშიც, რომელიც ევროკომისიასთან ორმხრივი დიალოგისა და ჩვენი არგუმენტების საფუძველზე უფრო ობიექტური გავხადეთ.” – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.