— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ…

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის  ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი  მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას  დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

შათირიშვილის განცხადებით, თავისუფალი მედია სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს „დიფ სთეითისთვის“.

მისივე თქმით, ოლიგარქიული ძალები ევროპის მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ისინი თავად ირჩევენ კონკრეტულ ხელისუფალს, მაგრამ რეალურად, მათ „დიფ სთეითი“ ნიშნავს.

„შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოსდა ხალხის მიერ არჩეულნი, რეალურად, არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს ემსახურებიან.

ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითს“ შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს – „დიფ სთეითის“ გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც ევროპულ ბიუროკრატიას სწორედ „დიფ სთეითი“ ნიშნავს,“- ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

21 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ