„ზოოტოპია 2“-ის პრემიერამ გახსნის კვირაში რეკორდული შემოსავალი მიიღო – $556 მილიონი მიიღო.
Deadline-ის ცნობით, აშშ-ში ფილმმა $156 მილიონი გამოიმუშავა და მხოლოდ „მოანა 2“-ს ჩამორჩა. საზღვარგარეთ კი სიქველმა შთამბეჭდავი $400 მილიონი შეაგროვა (აქედან რეკორდული $272 მილიონი ჩინეთზე მოდის). ამგვარად, ანიმაციის საპრემიერო უქმეების საერთო გლობალურმა შემოსავალმა $556 მილიონი შეადგინა, რაც Walt Disney-ის სტუდიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღინიშნება, რომ ანიმაციურ ფილმს დაეხმარა არა მხოლოდ პირველი ნაწილის პოპულარობა და სადღესასწაულო დღეები, არამედ კრიტიკოსების კარგი შეფასებები და მაყურებლის პოზიტიური გამოხმაურება.
„ზოოტოპია 2“-ის მსოფლიო პრემიერა 26 ნოემბერს შედგა.




