გერმანიის ქალაქ კინბაუმში ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ღონისძიება 17-წლამდე მოკრივეთა შორის იმართება და ჩემპიონატში 15 ქართველი მოკრივე მონაწილეობს, მათ შორის 6 გოგონა და 9 ვაჟი.
პირველ საშეჯიბრო დღეს, პირველ სესიაში სამი ქართველი ვიხილეთ. მათგან ორმა, მარიამ ნაკანმა 54 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ბექა ოქრუაშვილმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
დღეს კი ასპარეზობას ანასტასია ჩოკორაია, რატი ხარბედია, შალვა ბერიძე, ემილ ისმაილოვი, მირიან ვოლოშინი, ალექსანდრე ბალაძე და ჰასან აკპინარი გამართავენ.


