თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
საქართველო

სამეგრელოში ცხენისწყალი-აბაშის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

სამეგრელოში ცხენისწყალი-აბაშის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში ცხენისწყალი-აბაშის დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების ფარგლებში, ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზანათში. მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძე 4,3 კილომეტრია.

დამშრობ მასივზე ჩატარებული საექსპლუატაციო ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც, 50 ჰექტარ სახნავ-სათეს და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდასა და მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

აღნიშნული სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარი ძალებით ოქტომბრის თვეში დაიწყო და 20 დეკემბრისთვის დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, საერთო ჯამში, 12 400 ჰექტარი მიწის ფართობია დრენირებული, ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები კი, 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.