— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე პორტუგალიაში გამართულ საეთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე პორტუგალიაში გამართულ საეთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

პორტუგალიის ქალაქ მირა დე აირიში გამართულ საეთაშორისო კონფერენციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი დაესწრნენ. ღონისძიება მღვიმეების საერთაშორისო ასოციაციისა (ISCA) და ესპანეთის მღვიმეების ასოციაციის (ACTE) მიერ იყო ორგანიზებული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის და ეკოლოგიისა სექტორის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. გაიმართა პრეზენტაციები მიწისქვეშა ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ, მათ შორის ყურადღება დაეთმო საქართველოში მღვიმეების მართვის პრაქტიკის გაზიარებას. განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მღვიმეები და ადგილზე გასცნობოდნენ მათი ტურისტული განვითარების მოდელებს.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მღვიმეების საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) წევრია 2009 წლიდან, რაც მათ მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ მღვიმეების საერთაშორისო ასოციაცია (ISCA) წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს მღვიმეების საერთაშორისო მართვის სტანდარტის დანერგვისა და განვითარების კუთხით.

საქართველოში მიწისქვეშა ბუნების ძეგლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა პრომეთეს მღვიმე და სათაფლია, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც უნიკალური ბუნების ძეგლებია.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ