თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
საქართველო

ახალქალაქის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

ახალქალაქის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დილისკა-პტენა-ჩუნჩხას სარწყავი სისტემის სარემონტო ღონისძიებები დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაციის და 19.5 კილომეტრიანი მილსადენის სარემონტო სამუშაოები. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება და, საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი იქნება 1320 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

მილსადენი მოემსახურება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს _ დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას.

დილისკა-პტენა-ჩუნჩხას სარწყავი სისტემის სატუმბ სადგურზე ტუმბო-აგრეგატებისა და მილსადენის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.