თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას…

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია. დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აშოტ ზაქარიანსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობით შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.

სტუმრები დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ვაზიანში გაიმართა. წვრთნები მოიცავდა ჩხრეკისა და კორდონის, პატრულირების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირის დაცვის ოპერაციებსა და სხვა კომპონენტებს.

საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.