თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
საქართველო

საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო

საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო

საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა.

“ინსარაგის” აკრედიტაციის მიღების შედეგად, საქართველოს მიენიჭა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება, საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ სამდღიან სიმულაციურ სამაშველო მოქმედებების შედეგებს, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. სწავლებას ესწრებოდა 15 საერთაშორისო ექსპერტი.