— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა შანხაიში დასრულდა – მასშტაბურ ღონისძიებას ქართველი მეწარმეები დადებითად აფასებენ

საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა შანხაიში დასრულდა – მასშტაბურ ღონისძიებას ქართველი მეწარმეები დადებითად აფასებენ

საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა China International Import Expo, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, დასრულდა. ქართველი მეწარმეები, რომლებიც შანხაის გამოფენაში მონაწილეობდნენ, ღონისძიებას აფასებენ, როგორც ქართული პროდუქციისა და კულტურის წარმოსაჩენად ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმას. ამ შესაძლებლობებს განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იმპორტის გამოფენა საუკეთესო საშუალებაა საქართველოში წარმოებული ღვინის ჩინეთის უდიდეს ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტისათვის.

კომპანია “კოსმო”-ს წარმომადგენლის, გიორგი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, გამოფენა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების განსამტკიცებლად. იგივე მოსაზრება აქვს მეწარმე სოსო სორდიასაც, რომლის კომპანია “ჯიმანუდიც” წელს 40-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად შანხაის გამოფენაში მონაწილეობდა. ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციისადმი მზარდ ინტერესს ხაზს უსვამენ და პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობენ “ასკანელის,” “არტ ვაინის,” W double you-ის, “ღვინის ქურდების,” “გეფერინის,” David & 2020-ის, “ნანობაშვილის მარანის,” “ჩელთისა” და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით საკუთარი პროდუქცია წარადგინეს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პარტნიორები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

შანხაის გამოფენას, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად საგამოფენო სივრცეში 1000 კვმ.-ზე განთავსებული ქართული პავილიონები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა უმნიშვნელოვანეს მემორანდუმებსა და შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო – ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი საგამოფენო სივრცით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. წელს ეროვნულ პავილიონში მოეწყო გასტრონომიული კუთხე, გაიმართა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ასევე ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ