თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მეცნიერება

ადამიანმა მონოგამიური ძუძუმწოვრების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა

ადამიანმა მონოგამიური ძუძუმწოვრების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მონოგამიური ურთიერთობებისადმი ერთგულების რეიტინგი შეადგინეს. მასში 35 სახეობის წარმომადგენელი მოხვდა, ადამიანმა კი მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.

ევოლუციური ანთროპოლოგი, დოქტორი მარკ დაიბლი აცხადებს, რომ ადამიანები მონოგამიური სახეობების უმაღლეს ჯგუფში შედიან . ამასთან, ძუძუმწოვრების აბსოლუტური უმრავლესობა შეჯვარების პარტნიორების არჩევის მიმართულებით მნიშვნელოვნად უფრო თავისუფალ მიდგომას ავლენს.

რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიას საფუძვლად სხვადასხვა ცხოველური და ადამიანური პოპულაციის კვლევებიდან მიღებული გენეტიკური ინფორმაციის ანალიზი დაედო. მეცნიერმა თითოეული სახეობისთვის სრული და არასრული დედმამიშვილების წილი გამოთვალეს.

სრული დედმამიშვილების საშუალო წილმა ადამიანებში 66% შეადგინა. თახვებმა 72%-იანი შედეგი აჩვენეს, სურიკატებმა 60%. ისეთი სახეობები, როგორებიც არიან მთის გორილები, შიმპანზეები და აფალინები, რეიტინგის ქვედა ნაწილში აღმოჩნდნენ 4%-დან 6%-მდე მაჩვენებლებით. ბოლო ადგილი შოტლანდიურმა ცხვარმა დაიკავა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორმა, რობინ დანბარმა აღნიშნა, რომ ადრინდელი კვლევები ადამიანებს „მონოგამიური და პოლიგამიური სახეობების ზღვარზე“ ათავსებდნენ. მან დასძინა, რომ ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც პარტნიორს სიცოცხლის ბოლომდე ირჩევენ, ადამიანური ურთიერთობები ხშირად რელიგიური ნორმებითა და სოციალური წნეხით არის განმტკიცებული.

რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: კალიფორნიული ირმის თაგვი (100%), აფრიკული გარეული ძაღლი (85%), დამარალენდის მიწის თხუნელა (79,5%), ულვაშა თამარინი (77,6%), ეთიოპური მგელი (76,5%), ევრაზიული თახვი (72,9%), ადამიანი (66%), თეთრხელა გიბონი (63,5%), სურიკატი (59,9%) და რუხი მგელი (46,2%).