საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. მათ გამოფენაზე წარმოადგინეს შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები, თხილი და სხვადასხვა სახის ტკბილეული.
Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები 50-ზე მეტი ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას.
გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ესწრება.


