თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო-ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, რადგან ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
მსოფლიო

კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.

გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.

რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, მოკლული იქნა მასწავლებელი, ასევე 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.

მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა, ჯენიფერი, და ძმა, ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.

კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

https://www.dailymail.co.uk/news/article-15552049/Jesse-Van-Rootselaar-Trans-shooter-Canada-high-school.html