მანჩესტერში კაცი სინაგოგას დაესხა თავს. ეჭვმიტანილი ჯერ ავტომობილით სინაგოგასთან მდგარ ხალხში შევარდა, შემდეგ კი ერთ ადამიანს დანით მიაყენა ჭრილობა. ჯამში 4 ადამიანი დაშავდა.
ეჭვმიტანილს ადგილზე მისულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. სავარაუდოდ, ის მკვდარია.
მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმის „შეძრულია“.
„ის ფაქტი, რომ თავთასმა ებრაული კალენდრის უწმინდესი დღის იომ-ქიფურის დროს მოხდა, მას კიდევ უფრო შემზარავს ხდის“, – აღნიშნა სტარმერმა.
თავდამსხმელის ვინაობისა და მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.


