თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მსოფლიო

მარიამ ლაშხი: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე- ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები

მარიამ ლაშხი: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე- ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი…

კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით, გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო როგორც მონაწილე და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაეჟღერებინა ქართველი ერის ხმა,  –  ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ეროვნული ინტერესები.

“მოგეხსენებათ, ეს ალიანსი, პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე და არამხოლოდ – ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აჟღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება.” – აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლს შუა დერეფანში და ქვეყანამ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა მეგობრები.