ვიტინიას გავლენა პსჟ-ზე კიდევ უფრო იზრდება – პარიზული კლუბის ფეხბურთელებმა 25 წლის ნახევარმცველი გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.
2020 წლიდან პსჟ-ის კაპიტანი მარკინიოსია. რაც შეეხება ვიტინიას, ის თანაგუნდელებმა არამარტო მოედანზე კარგი თამაშის, არამედ, ლიდერობის უნარების გამო გამოარჩიეს. გარდა ამისა, პორტუგალიელი ლუის ენრიკეს გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.
საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში „ლილთან“ (1:1) მატჩი ვიტინიასთვის პსჟ-ის მაისურით საიუბილეო, მე-100 თამაში იყო. პორტუგალიელი ფრანგულ გუნდს 2022 წელს „პორტუდან” შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ვიტინიას ლიგა 1-ის შვიდ მატჩში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა აქვს.


