ბრიტანელმა მეცნიერებმა დინოზავრების 166 მილიონი წლის ნაკვალევები აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც 166 მილიონი წელია.

აღმოჩენა ოქსფორდშირის საგრაფოში, კარიერში დიუარს-ფარმ გაკეთდა. ეს უმსხვილესი მსგავსი აღმოჩენაა დიდ ბრიტანეთში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაკვალევები ორი განსხვავებული სახეობის დინოზავრებმა – ზაუროპოდებმა და მეგალოზავრებმა დატოვეს, პალეონტოლოგებმა კი მათი „გასეირნება“ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით აღადგინეს.

პირველი ნაკვალევები კარიერში ჯერ კიდევ შარშან აღმოაჩინეს. მას შემდეგ მეცნიერებმა კონტროლირებადი აფეთქებების დახმარებით ეს ბილიკი უფრო გააფართოვეს. სამუშაოები კარიერში ისევ გრძელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიდევ არაერთ აღმოჩენას გააკეთებენ, რომელიც იმ პერიოდის შესახებ ახალ ინფორმაციას მიაწვდის.

უახლესი

მსგავსი სტატიები