ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს მასშტაბური სატელეკომუნიკაციო თავდასხმის საფრთხე აღმოფხვრა.
საიდუმლო სამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ელექტრონული მოწყობილობების ქსელი, რომელიც ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სატელეკომუნიკაციო შეტევისთვის გამოიყენებოდა.
გამოძიებამ გამოავლინა სამასზე მეტი სერვერი და ასი ათასი სიმ-ბარათი, რომელთა გამოყენებაც მობილური სატელეფონო კავშირის გათიშვის, სერვერებზე თავდასხმისა და დაშიფრული კომუნიკაციის შეფერხებისთვის შეიძლებოდა.
საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ელექტრონული მოწყობილობები გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის ადგილიდან 50 კილომეტრის რადიუსით იყო კონცენტრირებული.


