— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

ასტრონომებმა ირმის ნახტომის ყველაზე დიდი და დეტალური რადიოტალღური გამოსახულება შექმნეს

ასტრონომებმა ირმის ნახტომის ყველაზე დიდი და დეტალური რადიოტალღური გამოსახულება შექმნეს

ავსტრალიელმა ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის უნიკალური რუკა შექმნეს, რომელიც გვაჩვენებს როგორი იქნებოდა ირმის ნახტომი, ჩვენს თვალებს რადიოტალღების დანახვა რომ შეეძლოს.

ავსტრალიის დასავლეთ უდაბნოში მდებარე რადიოტელესკოპის Murchison Widefield Array (MWA ) დახმარებით მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში მდებარე მილიონობით ობიექტისგან მომავალი დაბალსიხშირიანი რადიოგამოსხივება დააფიქსირეს.

MWA უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც გვთავაზობს არა მხოლოდ სიხშირეების ფართო დიაპაზონს, არამედ გამოსახულების მაღალ ხარისხს. მის ბაზაზე მრავალი სამეცნიერო კვლევა ტარდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია GLEAM – GaLactic and Extragalactic All-sky MWA.

ამ პროექტის ფარგლებში, ტელესკოპმა შეასრულა კოსმოსური სივრცის დეტალური გადაღება დიაპაზონში 72-დან 231 მეგაჰერცამდე. მისი მიზანი იყო 300 ათასი ობიექტის შესწავლა ჩვენი გალაქტიკის გარეთ, მაგრამ მუშაობის პროცესში MWA-მ შეძლო ირმის ნახტომის და მისი მეზობელი გალაქტიკების აღბეჭდვაც. სწორედ ეს სურათები გახდა ავსტრალიელი ასტრონომების კვლევის საფუძველი.