„ბარსელონა“ გეგმავს არ გაუშვას ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებში საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ. კატალონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ იამალს კვლავაც აქვს უსიამოვნო შეგრძნებები საზარდულის ამასწინდელი ტრავმის გამო, – იტყობინება სააგენტო ARA.
წყაროს ცნობით, ის ფაქტი, რომ გარემარბს შეუძლია თამაში, არ ნიშნავს, რომ ბოლომდე სრულად განთავისუფლდა დისკომფორტისგან. იდეა იმაში მდგომარეობს, მან შეძლოს თამაშისა და თერაპიული მუშაობის შეხამება, რათა თავიდან აიცილოს ტრავმის გამეორება.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონამ“ უკვე გაააქტიურა მოქმედება, რათა იამალი არ მოხვდეს ესპანეთის ნაკრების უახლოეს განაცხადში ოქტომბრის შესარჩევი მატჩებისთვის.


