ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, – ინფორმაციას შ.პ.ს. ბათუმის წყალი ავრცელებს.

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, კონსტრუქცია თავად მეპატრონემ დაშალა, ქვის კარკასის დემონტაჟი კი მერიის ტექნიკით განხორციელდა.

კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა.

უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მსგავსი სტატიები