— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ბათუმში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს – დაიბადა ჯანმრთელი გოგონა

ბათუმში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს – დაიბადა ჯანმრთელი გოგონა

ბათუმში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს – დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. ახალგაზრდა პაციენტისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო, – ინფორმაციას Facebook-გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“ბათუმის ერთ-ერთი დასახლებიდან შემოვიდა გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა. გამოძახებაზე მისულ ბათუმის #9 ბრიგადას ადგილზე დახვდა ორსული ახალგაზრდა ქალბატონი.

ექიმი ციური ჩაუშბა იხსენებს: – “ბინაზე მისულებს დაგვხვდა 37 კვირამდე ორსული ქალბატონი, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა დაწყებული. ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან დაკავშირებისა და ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნის პარალელურად, მყისიერად მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ მისი ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში პაციენტს დაეწყო მშობიარობა, რის გამოც შევწყვიტეთ გადაადგილება და ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოვემზადეთ. ძალიან მალე, სულ რაღაც რამდენიმე წუთში დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. დედაც და ჩვილიც სტაბილური მდგომარეობით ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ შეყვანილნი.

ჩვენი ახალგაზრდა პაციენტისთვის ეს მესამე მშობიარობა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის სამეანო ნაკრები, რომელიც ჩვენი ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში გვაქვს. სწორედ ამ ნაკრების დახმარებით მოხდა ახალშობილისა და დედისთვის სრულყოფილი დახმარების გაწევა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩემი ბრიგადის წევრების გიული დიასამიძისა და რომან თურმანიძის პროფესიონალიზმი და მინდა მათ ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო”.

ექიმი ციური ჩაუშბა 1997 წლიდან ბათუმის სასწრაფოს დახმარების ექიმია. ამ წლების განმავლობაში მას უამრავ პაციენტთან ჰქონია გამოძახება, თუმცა მანქანაში მშობიარობის მიღება მის სამედიცინო პრაქტიკაში პირველად მოხდა და როგორც თავად გვითხრა, ეს სიხარული მანამდე განცდილს არც კი შეედრება.

ექიმი ციური ჩაუშბა

ექთანი გიული დიასამიძე

მძღოლი და რომან თურმანიძე

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ