თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს – ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი” დასრულდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი – ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია – ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა

ბექა ძამაშვილი – ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი…

დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე – 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი.

“ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე, აჩვენებს ზოგად ტენდენციებს ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით როგორ ხდება პროგრესი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შევადაროთ. ანგარიშის მიხედვით, რა მონაცემებიც არის წარმოდგენილი, ძალიან მკაფიოდ დასტურდება, რომ დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე. 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, თუ 2011 წელს შევადარებთ 2026 წელს, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული. ეს ნიშნული იმდენად მაღალია, რომ ბუნებრივად გულისხმობს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას, რადგან ადამიანები სტრასბურგის სასამართლოში მიდიან მაშინ, როდესაც ისინი უკმაყოფილოები არიან ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების სისტემით. მეორე, ეს მონაცემი, რომელიც წარმოდგენილია, ასევე შედარებისთვის რომ განვიხილოთ, 29 ევროპულ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელია. 29 სახელმწიფოდან 19 არის ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ესეც არის მკაფიო დასტური, ობიექტური შეფასება იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი.

ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომ 0%-ზე იყოს ეს მაჩვენებელი. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ასეთი საქმეები. ძირითადი საქმეები, დიდი ჯგუფი, რომელიც გამოკვეთილია, შეეხება ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას, ასევე არასათანადო მოპყრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ. ასეთი საქმეების 84% უკავშირდება 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს,” – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს… პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს – ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

1 დღის წინ2 წთ
დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან… პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

2 დღის წინ2 წთ
გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია… პოლიტიკა

გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

2 დღის წინ2 წთ