— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
მსოფლიო

Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება – მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?

Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება – მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?

ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობის ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, – წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა. ამ ვითარებაში კი, რუსეთს სურს, რომ ჩაერთოს, უფრო კონკრეტულად, Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე სასუქის მწარმოებელი ქვეყანა წარმოქმნილი დეფიციტის შევსებით გამოდის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის: სულ რამდენიმე თვის წინ, როგორც Berliner Zeitung იტყობინება, ფედერაციულმა რესპუბლიკამ დიდი რაოდენობით რუსული სასუქი შემოიტანა. თუმცა, 2025 წლის ივლისიდან, რუსეთიდან სასუქების იმპორტზე ევროკავშირის ტარიფები მოქმედებს – ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის ირიბი დაფინანსება. “თუმცა, გასულ შემოდგომაზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტარიფები შეიძლება გადაიდოს, თუ ფასები ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ეს დელიკატურ კითხვას ბადებს: შეუძლია თუ არა გერმანიას, ირანის კრიზისის გათვალისწინებით, კვლავ დაუბრუნდეს იაფ რუსულ სასუქს?” – წერს გამოცემა.