— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

ChatGPT-ში მშობლის მიერ შვილის კონტროლის ფუნქცია გაჩნდა

ChatGPT-ში მშობლის მიერ შვილის კონტროლის ფუნქცია გაჩნდა

კომპანიამ OpenAI ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთვის მშობელთა მიერ შვილის კონტროლის ფუნქცია აამოქმედა. ახალი ფუნქცია მოზარდებისა და მათი მშობლების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ერთმა მხარემ შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს, მეორე კი მას დაეთანხმოს.

მშობლები შეძლებენ შეუზღუდონ მოზარდს წვდომა კონტენტის ნაწილზე, სურათების გენერირების ან რედაქტირების შესაძლებლობაზე, დააყენონ „სიჩუმის რეჟიმი“, აკონტროლონ, იმახსოვრებს თუ არა ChatGPT წინა ჩატებს, გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა ამ საუბრების გამოყენება OpenAI-ის მოდელების საწვრთნელად. თუმცა, კომპანიის განცხადებით, მშობლებს არ ექნებათ წვდომა მოზარდების ჩატების გაშიფვრაზე.

თუ ნეიროქსელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მოზარდი ფსიქოლოგიურ ან ემოციურ კრიზისშია, OpenAI-ის თანამშრომლები მშობლებს საგანგებო შეტყობინებას გაუგზავნიან.

ახალი ფუნქცია 16 წლის კალიფორნიელი მოსწავლის, ადამ რეინის ოჯახის მიერ OpenAI-სა და მისი გენერალურ დირექტორ სემ ალტმანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფონზე გაჩნდა. 2025 წლის აპრილში ​რეინმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის შესახებ ის ChatGPT-სთან რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა. რეინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩატ-ბოტმა ბიჭს თვითმკვლელობის დაგეგმვაში შეუწყო ხელი და სიკვდილამდე წერილის შედგენაც კი შესთავაზა.