— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

CNN: ტრამპი ირანზე ძლიერი დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ბირთვულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს

CNN: ტრამპი ირანზე ძლიერი დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ბირთვულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანზე ახალი ძლიერი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული ნაბიჯი, შესაძლოა, იმიტომ გადადგას, რომ ირანთან წინასწარ წარმოებულმა მოლაპარაკებებმა ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეჩერების შესახებ პროგრესი არ მოიტანეს.

ტრამპის უკანასკნელმა მუქარამ ირანის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თეირანი პირობას დებს, რომ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებს მყისიერ პასუხს გასცემს. ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ თეირანი ისრაელს დაარტყამს.

როგორც წყარო ტელეარხს უყვება, თეთრი სახლის ლიდერი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ირანის ლიდერებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე ავიადარტყმებს. ამასთან ერთად, აშშ-მა, შესაძლოა, ირანის ბირთვული ობიექტები და სამთავრობო დაწესებულებები დაბომბოს.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ფიქრობს, რომ მისი სამხედრო შესაძლებლობები გაფართოვდა, რადგან რეგიონში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი განლაგდა.