— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად მხოლოდ მოსკოვს განიხილავს

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად მხოლოდ მოსკოვს განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად მხოლოდ მოსკოვს განიხილავს.

მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების სხვა ადგილების შესახებ მსჯელობა უადგილოა.

„ჩვენ ჯერ მხოლოდ მოსკოვზე ვსაუბრობთ. როგორც დიპლომატები ამბობენ, ამ შემთხვევაში ევენტუალური საუბრები უადგილოა“, – თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, მანამდე პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ზელენსკის მოსკოვში ეპატიჟება, თუ ის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.