— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს

დავით ჩიხელიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის…

ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო, შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ, პირადი სარგებელი წარმოადგენს.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა.
გირჩის გამოყოფა ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ახალი პარტიების გაერთიანება საქართველოში ხშირად მერკანტილური ინტერესებით არის მართული და ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ თანამშრომლობას. კოალიციის დაშლას წინ უძღოდა სიების ჩახსნის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ერთი ლიდერის მიერ იქნა მიღებული, რასაც საბოლოოდ შიდა უთანხმოების გამწვავება მოჰყვა.
კოალიციის დაშლა ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებს აჩვენებს: მათი ეგო იმდენად დიდია, რომ ერთმანეთთან დიალოგი და თანხმობის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს!“ – წერს ჩიხელიძე.