ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები გაირკვა.
ნახევარფინალში გასვლა „სამტრედიამ“, გორის „დილამ“, „იბერიამ“ და ბათუმის „დინამომ“ შეძლეს. აღნიშნული ეტაპის მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება – თამაშებს სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძე არენა“ და თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებენ.


