— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

დავით სონღულაშვილი: გარდა იმ სამუშაოსი, რომელიც UNESCO-სთან ერთად ვაწარმოეთ, სამინისტრო FAO-თან ერთად მუშაობდა ქართული ხორბლის სერტიფიცირების სისტემის დახვეწაზე, ეროვნული კატალოგის შექმნასა და გენეტიკურ ბანკზე

დავით სონღულაშვილი: გარდა იმ სამუშაოსი, რომელიც UNESCO-სთან ერთად ვაწარმოეთ, სამინისტრო FAO-თან ერთად მუშაობდა ქართული…
JPG resized with https://ezgif.com/resize

ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელ მსოფლიოში. UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეიტანა. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული აგრარული ცოდნის უწყვეტი, ისტორიული ხაზის მნიშვნელობა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობით აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან – 14 საქართველოშია აღმოჩენილი, რომელთაგან 5 ენდემურ ჯიშს წარმოადგენს.

„თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ღვინის წარმოების 8 000 წლოვან უწყვეტ ტრადიციას გვერდი დაუმშვენა ხორბლის კულტურამ და მასთან დაკავშირებულმა რიტუალებმა. ალბათ, ცალკე უნდა ვისაუბროთ მკისა და მოსავლის აღება-დაბინავების უნიკალური მეთოდების შესახებ. იქნება ეს შნაკვით მკა, ალოობა თუ გალეწვა; შემდგომ კი, მოსავლის დაბინავება ბეღელებში, ხაროებსა და მიწის ორმოებში. რაც შეეხება პურის ცხობის ტრადიციას, თავისი განსაკუთრებულობითა და მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი და მოქმედი გასტრონომიული მუზეუმია.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა იმ სამუშაოსი, რომელიც UNESCO-სთან ერთად ვაწარმოეთ, სამინისტრო, წლების განმავლობაში, FAO-სთან ერთად მუშაობდა ქართული ხორბლის სერტიფიცირების სისტემის დახვეწაზე, ეროვნული კატალოგის შექმნასა და გენეტიკურ ბანკზე. ამ თანამშრომლობამ, ერთი მხრივ, ფერმერებს მისცა საშუალება, სტანდარტებით დაცული სათესლე მასალა ჰქონოდათ და, მეორე მხრივ, ბაზარი დაცული ყოფილიყო ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ცალკე აღსანიშნავია, სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიდი ძალისხმევა ქართული ხორბლის, სიმინდისა და ლობიოს 210 უნიკალური ნიმუშის, ნორვეგიის სვალბარდის გლობალური თესლის საცავში განთავსებასთან დაკავშირებით.
დღეს ყველა ამ პროცესის შედეგს ვხედავთ. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქართული ხორბალი არა მხოლოდ ჯიშური მრავალფეროვნებით, არამედ ხარისხობრივად მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც გვაქვს. ჩვენთვის ეს ეროვნული სიამაყეა, ჩვენი განსაკუთრებული წვლილია მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიტყვის დასასრულს, მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც უდიდესი შრომით და ცოდნით უზრუნველყო ამ ისტორიული დღის შექმნა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ