— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

დავით სონღულაშვილმა ბაქოში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა

დავით სონღულაშვილმა ბაქოში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვმა გახსნა.


გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026  წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.


„Caspian Agro წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსასურსათო გამოფენას და მასში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ ჭრილში და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას, არამედ საქართველოს წარმოაჩენს რეგიონში, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას. გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 


მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.


საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO ქართულ პავილიონში წარმოდგენილია კომპანიების  ბიოპლანტი, ჰობი, ვასაძის პური, ფარკონი, ჯეონატურალსი, აჩინებული, ჩელთი და მეღვინეობა ვინიტორი მუკუზნის მიერ  წარმოებული  ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო  და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქი.  


საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026  5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს  ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია თაბაგარი,  მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ