— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი…
LIVERPOOL, ENGLAND - OCTOBER 10: Steve Reed MP, Shadow Secretary of State for Environment, Food and Rural Affairs, delivers his speech at the Labour Party conference on October 10, 2023 in Liverpool, England. Keir Starmer addresses delegates and party members at Labour Party Conference. (Photo by Ian Forsyth/Getty Images)

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდი აცხადებს, რომ კანონპროექტი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავას მიზნად.

მისი თქმით, კანონი საშუალებას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ, კვირიდან კვირამდე მეორდება.

„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს. კერძოდ, გაითვალისწინოს კონკრეტული თემის დასაშინებლად განმეორებით გამართული მარშების ერთობლივი ზეგავლენა“, – აღნიშნავს სტივ რიდი.

კითხვას, შესაძლოა თუ არა პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალოს, თუ ყოველ კვირაში ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება, რიდმა დადებითად უპასუხა.

„2026 წელს ებრაელებს ეშინიათ კიპას ან დავითის ვარსკვლავის ტარება. ეს სრულიად მიუღებელია. ებრაელებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორც ქრისტიანებს ან მუსლიმებს“, – განაცხადა რიდმა.