— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება

დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში სეუტაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.

„ესპანეთი განადგურდება. ესპანეთთან დაკავშირებით მეც მქონდა პრობლემები, რადგან ესპანეთი ნატო-სთან დაკავშირებით კარგად არ იქცევა. ისინი არ იხდიან იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან სამწუხაროა. სხვა ქვეყნები იხდიან, ისინი კი – არა. თუმცა, რაც იქ ხდება, ამის ყურება ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიგრაციული კრიზისის წინაშე გაერთიანებული სამეფოც დგას, თუმცა ვითარება, სეუტაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.

„სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი უბრალოდ ძალით არ შემოდის. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა ბრიტანეთზე საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა აღფრთოვანება მეფე ჩარლზის მიმართ და აღნიშნა, რომ მას ბრიტანეთი, როგორც ქვეყანა, უყვარს. თუმცა, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის მთავრობას სერიოზული პრობლემების გადაჭრა მოუწევს.

„თქვენს ქვეყანას პრობლემები აქვს. თქვენ კატასტროფის ზღვარზე ხართ. თქვენ გაქვთ ძალიან სერიოზული მიგრაციული პრობლემა და ძალიან სერიოზული ენერგეტიკული პრობლემა. თქვენი ენერგიის ფასი სამჯერ, ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასობრივი მიგრაცია ბრიტანეთის იერსახეს ცვლის.

„თუ არ შეაჩერებთ მთელი მსოფლიოდან ადამიანების თქვენს ქვეყანაში შემოდინებას, საბოლოოდ ქვეყანა აღარ დაგრჩებათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო… მსოფლიო

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს.

4 დღის წინ1 წთ
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ… მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

13 ოქტომბერი3 წთ
მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა მსოფლიო

მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

9 ოქტომბერი2 წთ