— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით სიხშირეს ზრდის

Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით სიხშირეს ზრდის

Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის – ქვეყნის მრავალფეროვნება და კულტურა ზრდის მის პოპულარობას შვეიცარიელი მოგზაურების შორის.

„ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების ფონზე, ქვეყნებს შორის ყოველწლიურად მგზავრთა სტაბილური ნაკადი ფიქსირდებოდა. ჩვენი შეფასებით, ახალი მიმართულების დამატება დროულად მოხდა, ვინაიდან ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

კომპანიის ცნობით, Edelweiss-ის სტრატეგიული მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების განვითარება.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან რესურსებს ვუთმობთ შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას. 2025 წლის აპრილში ახალი მიმართულების ამოქმედებისას, პირველ სეზონზე დაინიშნა კვირაში ორჯერ შესრულებული რეისები ციურიხსა და თბილისს შორის, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია ფრენების სიხშირისა და სეზონის გახანგრძლივება, რაც უკვე ნაწილობრივ განხორციელდა – რეისები შესრულდა 2025–2026 წლების შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მომდევნო სეზონი მარტის დასაწყისში დაიწყება. 2026 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამ რეისამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში მომსახურების დამკვიდრებას და, შესაძლოა, მომავალში საქართველოს სხვა აეროპორტებიდან მომსახურებას. ამასთნ, მეზობელი ქვეყნების მიმართულებების დამატებას“, – აცხადებენ Edelweiss-ში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ