— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი – ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე შეთანხმებას მივაღწევთ, თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ

ედგარს რინკევიჩი – ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე შეთანხმებას მივაღწევთ…

შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე კონკრეტული თარიღის, 2027-ის დასახელება ახლა? გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ ამას ყველგან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს უკრაინა სჭირდება, როგორც ორგანიზაციის წევრი და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც ამ პროცესს აფერხებს. რინკევიჩის განცხადებით, ასეთია დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაცია, იმ ფონზე, რომ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას, დიდი ხანია, უცდიან და ასევე მოლდოვა, რომელიც უკრაინასთან ერთად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„მე ვეთანხმები კიევის მიერ წარმოდგენილ თითქმის ყველა არგუმენტს, რადგან, დიახ, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა გვჭირდება ევროკავშირში. როდესაც ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოსა და მთავრობას ვესაუბრებოდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ ამ ეტაპზე, დღეს, აქ, მიუნხენში, თებერვალში, არ არსებობს კონკრეტული თარიღის მიღების მიმართ მზაობა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც ალბათ ჩვენთვის შესაფერისი იქნება, მაგრამ ასევე უნდა გადავჭრათ ორი სხვა საკითხი. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ დასავლეთ ბალკანეთი, რადგან ევროკავშირმა დაკარგა მთელი სანდოობა ამ რეგიონში. ჩვენ მათ ბევრ რამეს ვპირდებოდით რეფორმების სანაცვლოდ, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელის შეცვლის სანაცვლოდ. ჩვენ, დიდი ხანია, მათ ვპირდებით წევრობას. თუ უკრაინაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს მოლდოვაც, რადგან, დიახ, ეს პატარა ქვეყანაა, მაგრამ თუ უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, მოლდოვის ამ საკითხში გამოტოვება არ შეგვიძლია. ასე რომ, საქმე მხოლოდ უკრაინას აღარ ეხება. საქმე ალბათ ყველაზე დიდ გაერთიანებულ გაფართოებას ეხება, თუმცა ალბათ სხვა წესებით. შემდეგ კი, დიახ, მართლაც, ძალიან სერიოზულ დისკუსიას უნდა დავუბრუნდეთ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის მთელი მენეჯმენტის, გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა“, – განაცხადა მან.

ამასთან, რინკევიჩის თქმით, უკრაინის ევროინტეგრაციას საომარი მოქმედებებიც აფერხებს და თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღება გაჭიანურდება, ეს გაწევრიანების პროცესს შეაფერხებს.

„თარიღებთან დაკავშირებით, მოგვწონს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეს ახლა ძალიან მჭიდრო კავშირშია სამშვიდობო შეთანხმებასთან. იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება? სრული გულწრფელობით, თუ ამას დღეს მკითხავთ, არ მგონია, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯი. თუ რუსეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების, პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას, მაგრამ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე. თუ რუსეთი არ იძვრის, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ ევროპის გაფართოებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე კონკრეტული თარიღის, 2027-ის დასახელება ახლა? გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ ამას ყველგან, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსებს სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.