— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს

ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დებატები გადაიყვანა შინაარსის ნაწილში, იქ სადაც მიწვეული განათლების დარგის “სპეციალისტები” ყველაზე სუსტები აღმოჩნდნენ, რამაც ნათლად გამოაჩინა სხვაობა ოპონენტებს შორის.

“გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს.

განათლების დარგის ოთხი “სპეციალისტი” ყოველ ჯერზე, როცა ისინი ცდილობდნენ ემოციური სპექტაკლის მოწყობას, პასუხად იღებდნენ ციფრებს, ფაქტებს და კონკრეტულ მექანიზმებს. როცა საქმე რეალურ რეფორმებზე მიდგა, მათმა “ექსპერტობამ” უბრალოდ ვერ გაუძლო დეტალურ კითხვებს. აღმოჩნდა, რომ ხმამაღალი კრიტიკა ძალიან მარტივია, მაგრამ როცა გთხოვენ ალტერნატივას, სიჩუმე ისადგურებს.

ირაკლი კობახიძემ დებატები გადაიყვანა იქ, სადაც ოპონენტები ყველაზე სუსტები იყვნენ – შინაარსში. და სწორედ აქ გამოჩნდა სხვაობა: ერთი მხარე საუბრობდა სისტემურ ხედვაზე და შედეგებზე, მეორე – ზოგად უკმაყოფილებაზე.
გივი მიქანაძემ პრაქტიკულად დაშალა თითოეული ბრალდება ნაწილებად და აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ან ზედაპირული იყო, ან პოლიტიკურად მოტივირებული.

ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, დისკუსია რამდენჯერმე უბრალოდ იქცა უხერხულ და კომიკურ მომენტებად, რადგან არაკომპეტენტურ ოპოზიციონერებს საკუთარი განცხადებების განმარტებაც კი უჭირდათ,”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.