— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ეკონომიკის სამინისტრო: მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

ეკონომიკის სამინისტრო: მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ…

2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან (17.5% – 93.5 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ესპანეთი (13.5% – 72.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (13.1% – 70.0. მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (10.6% – 56.7 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგება, ნარჩენების მართვის; უძრავი ქონების; ტრანსპორტის; საფინანსო და სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

2025 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ 317.2 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი 165.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ით. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 144.5 მლნ. აშშ დოლარით, 11.1%-ით და მას მოსდევს ტრანსპორტის სექტორი 143.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 11.0%-ით.

საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ