თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

El País-მა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარკ რუტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად მოიხსენია

El País-მა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარკ რუტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად…

გავლენიანმა მედიასაშუალებამ El País-მა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად დაასახელა.

გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი, კალასი და რუტე, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბრიუსელში ყველაზე ცუდი ხელმძღვანელობაა.

გაზეთი იხსენებს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების ფონზე, „კიდევ ერთხელ აჩვენა უსაზღვრო მლიქვნელობა“ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.