— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

POLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი მარტა კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის საკითხზე დაკითხონ

POLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი…

ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ კომისარ კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე – გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაკითხონ იმ ბრალდებებზე, თითქოს, ათწლეულების წინ, ის ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.

2024 წელს, პარლამენტში დამტკიცების მოსმენაზე, კოსმა უარყო ბრალდებები, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობდა. თუმცა, ბრალდებები კვლავ გაჩნდა გასულ კვირას, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერით “ევროპის სახალხო პარტიიდან” – ეს არის ევროკომისიის პრეზიდენტისა და კოსის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, პოლიტიკური ოჯახი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოსის კაბინეტმა კომენტარის შესახებ მოთხოვნას არ უპასუხა. თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა POLITICO-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ კოსმა გაიარა “შემოწმების ფართო და საფუძვლიანი პროცესი”, რომელიც აუცილებელია კომისრად დასანიშნად.

კომისრის ოფისთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ შეტევას, რომლის მიზანია “ქულების მოპოვება სლოვენიის არჩევნებში”.

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი მანფრედ ვებერი ამჟამად მოითხოვს, რომ კოსის საკითხი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დაისვას. ნებისმიერი მოსმენა გაიმართება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET), რომელსაც თავმჯდომარეობს დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტარი “ევროპის სახალხო პარტიიდან”. თავმჯდომარე და ჯგუფის კოორდინატორები წყვეტენ, დაგეგმონ თუ არა კომიტეტის მოსმენები. კოსი ორშაბათს AFET-ის მოსმენაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მან თავისი გამოსვლა გააუქმა.