— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით…
C

იყო დრო, როდესაც ალენ მინკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აქებდა და მას ნაპოლეონის გენერლებს ადარებდა. რვა წელი გავიდა და მინკი, მაკრონის ყოფილი მენტორი და გავლენიანი პოლიტიკური მრჩეველი, ახლა აცხადებს, რომ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია.

ის ამბობს, რომ პრეზიდენტის ნარცისიზმმა აიძულა მიეღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც „საფრთხის ქვეშ დააყენა საფრანგეთის ინსტიტუტები“ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეები გააძლიერა.

„მაკრონი ქვეყანას გაცილებით უარეს მდგომარეობაში ტოვებს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა“, – თქვა მინკმა Politico-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ „მაკრონი უარყოფს რეალობას… ის საკუთარი ფსიქოლოგიის მსხვერპლია“.

გამოცემა მინკზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მაკრონი არ აღიარებს, რომ თავად არის „პრობლემა“, და რომ საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის დასაძლევად, მას შიდა პოლიტიკიდან გასვლა და საერთაშორისო საქმეებზე გადასვლა სჭირდება. აქვე, აღნიშნულია ისიც, რომ სინამდვილეში, მაკრონი, გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ისედაც უფრო მეტად საგარეო საქმეებზეა ორიენტირებული.