— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

„ეშმაკი ატარებს „პრადას“ სიქველის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

„ეშმაკი ატარებს „პრადას“ სიქველის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

კინოკომპანიამ 20th Century Studios ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას 2“ პირველი თიზერი წარადგინა. 52-წამიან ვიდეოში მერილ სტრიპის გმირი – მირანდა პრისტლი ჟურნალ Runway-ს ოფისში მიდის და შემდეგ ლიფტში ენ ჰეთუეის პერსონაჟს – ენდის ხვდება.

უკვე ცნობილია ფილმის სიუჟეტის დეტალებიც – სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია. თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები – მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი).

პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება – ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.