— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ეთიოპიაში ამოიფრქვა ვულკანი, რომელიც 12 000 წლის განმავლობაში მიძინებული იყო

ეთიოპიაში ამოიფრქვა ვულკანი, რომელიც 12 000 წლის განმავლობაში მიძინებული იყო

ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვულკანი “ჰაილ გუბი”, თითქმის 12 000 წლის შემდეგ პირველად ამოიფრქვა, რის შედეგადაც ცაში 14 კილომეტრის სიმაღლეზე კვამლის სქელი ღრუბელი ავარდა და წითელი ზღვის გავლით, იემენისა და ომანის მიმართულებით გაიშალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მოჰამედ სეიდმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ამოფრქვევას შესაძლოა ადგილობრივი მწყემსების თემისთვის ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

სეიდის თქმით, “ჰაილ გუბის” ამოფრქვევები ადრე არ დაფიქსირებულა და ის ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის გამო შიშობს.

“მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაღუპულა და არც პირუტყვი დაშავებულა, ბევრი სოფელი ფერფლითაა დაფარული, რის გამოც ცხოველებს საკვების ნაკლებობა აქვთ”, – თქვა მან.

დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლის ვულკანი რიფტის ველში მდებარეობს – ინტენსიური გეოლოგიური აქტივობის ზონაში, სადაც ორი ტექტონიკური ფილა ხვდება ერთმანეთს.

VAAC-ის ცნობით, ვულკანის ფერფლის ღრუბლები იემენში, ომანში, ინდოეთსა და ჩრდილოეთ პაკისტანში ვრცელდება.