— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა

Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ…

დიპლომატიური კრიზისი უკრაინასა და ისრაელს შორის წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ჰაიფაში რუსული გემი ჩავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. ბრიუსელი აცხადებს, რომ მზადაა სანქციები დააწესოს ამ პროცესში ჩართული პირებისთვის.

Euronews-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰაიფაში მარცვლეულით დატვირთული ახალი გემი ჩავიდა, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზადაა სანქციები დააწესოს იმ პირებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას.

„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის ნებართვა მიეცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით წინა კონტაქტებისა“, – განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკომისიამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„ჩვენ ვგმობთ ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარ ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას, და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში მიზანში ამოვიღოთ ასეთი ქმედებები მესამე ქვეყნებში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების სანქცირების გზით,“ – დასძინა ერვოკომისიის პრესსპიკერმა.

https://www.euronews.com/my-europe/2026/04/28/eu-ready-to-sanction-israel-over-russian-vessel-carrying-stolen-ukrainian-grain