— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

Euronews: ევროკავშირს და ვიეტნამს ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე აჰყავთ

Euronews: ევროკავშირს და ვიეტნამს ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე აჰყავთ

ევროკავშირმა და ვიეტნამმა დიდ დიპლომატიურ გარღვევას მიაღწიეს, აიყვანეს რა ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ბრიუსელმა და ჰანოიმ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან სატარიფო რეჟიმის გამკაცრების ფონზე გადადგეს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირი ისეთი წამყვანი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და რუსეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელს სწრაფად განვითარებად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოების ამბიციები აქვს, წერს Euronews-ი.

„იმ დროს, როცა საერთაშორისო წესებზე დამყარებული წესრიგი სხვადასხვა მხრიდან საფრთხეშია, ჩვენ გვმართებს ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, როგორც საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორები“, – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ვიეტნამში ვიზიტის დროს და დასძინა, რომ პარტნიორობა „ერთობლივი კეთილდღეობის სფეროების განვითარებას“ ეხება.

Euronews-ი აღნიშნავს, რომ კოშტა ვიეტნამში ინდოეთიდან ჩავიდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მოლაპარაკებები ინდოეთთან თითქმის 20 წელი გრძელდებოდა.