— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს

ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის…

2026 წლის 27 აპრილს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვით, პატივი მივაგე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას, – წერს ევროპარლამენტარი, რუმინეთის კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტი, კრისტიან ტერჰესი X-ზე.

ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობაზე და მის დიდ როლზე სულიერი იდენტობის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

„ქართველმა ქრისტიანმა ერმა 2026 წლის მარტში განიცადა ღრმა და მტკივნეული დანაკარგი: მისი სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება.

სიძნელეებისა და სულიერი გვალვის ეპოქაში იგი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად.

1977 წელს, საბჭოთა სიბნელის პერიოდში, პატრიარქად კურთხევის შემდეგ, მან უშიშრად აღადგინა ქართული ეკლესია და ქრისტეს ნათელი მილიონობით ქართველის გულში აანთო.

ღრმა თეოლოგმა და დაუღალავმა მწყემსმა, ილია II-მ დაიცვა ქართული სულიერი იდენტობა, ენა და უძველესი ტრადიციები განსაცდელის ჟამს.

მისმა სიბრძნემ წარმართა ქართველი ერი როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების, ისე სირთულეების გადალახვის გზაზე, გააერთიანა ყველა ქართველი ლოცვაში, მოქმედებასა და იმედში.

მის არსებობას სიმშვიდე მოჰქონდა, ხოლო, მისი სიტყვები წმინდა წერილის ძალას ატარებდა.

როგორც ევროპარლამენტის წევრი, დღეს აქ ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს.

უფალმა მიაგოს მას საუკუნო განსვენება, ხოლო ქართველმა ერმა შეინახოს მისი უკვდავი ხსოვნა. ამინ. გმადლობთ”, – განაცხადა კრისტიან ტერჰესმა.