— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს

ევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს

“ევრონიუსის” ინფორმაციით, კანონმდებლებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს სოლიდარობის მექანიზმის შექმნისკენ, რათა დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ უსაფრთხო და ლეგალური აბორტის გაკეთება საკუთარ ქვეყნებში.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტმა დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ფონდის შექმნას იმ ქალების მხარდასაჭერად, რომლებსაც არ აქვთ წვდომა უსაფრთხო აბორტზე საკუთარ ქვეყნებში.

ეს ფინანსური მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ ოთხშაბათს კენჭისყრით დამტკიცდა, საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ორსულობის შეწყვეტაზე წვდომა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც ეს საკუთარ ქვეყანაში კანონით ეკრძალება – რაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში დღემდე მოქმედებს.

მექანიზმში მონაწილეობა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის შესაძლებელი და ნებაყოფლობითი იქნება და ის ევროპული ფონდებით დაფინანსდება. წევრი სახელმწიფოები აბორტის მომსახურებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ.

რეზოლუციის თანახმად, მოთხოვნის მიზანია ევროპაში მრავალი ქალისთვის უსაფრთხო და ლეგალურ აბორტზე სრული წვდომის არარსებობის პრობლემის მოგვარება.