— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.

მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 11 273 თბილისში, 3 627 ბათუმში, 3 366 ქუთაისში, ხოლო 2 461 ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა.

სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 შემთხვევა იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი. სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7 905 – მიკროავტობუსებზე, 694 – სატვირთო ავტომობილებზე, 18 – ავტობუსებზე, ხოლო 1 – ექსკავატორზე მოდის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო. გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, დეპარტამენტმა შეიძინა ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით აღიჭურვა.

თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პერიოდულად ხორციელდება მათი გადამზადებაც.
გაძლიერებული შესაძლებლობების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებს მეტი ლოკაციისა და მეტი ავტოსატრანსპორტო

საშუალების შემოწმების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა განაპირობა. კერძოდ, 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოავლინა, 2025 წელს – 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში – 6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.

მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რაც კონტროლის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ